24.11.2024

“ნიუ იორკ თაიმსი” – ჯო ბაიდენი აღმოსავლეთ ევროპაში, NATO–ს წევრ ქვეყნებში, სამხედრო ძალებს აგზავნის

გავლენიანი ამერიკული გამოცემა “ნიუ იორკ თაიმსის” ინფორმაციით, აშშ–ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აღმოსავლეთ ევროპაში და ბალტიისპირა ქვეყნებში ათასობით სამხედროს გაგზავნას აპირებს. ასევე, გამოცემის ინფორმაციით, სამხედროების გარდა, ბაიდენი გეგმავს საომარი ხომალდები და თვითმფრინავები გაგზავნოს NATO–ს  წევრ ქვეყნებში.

ბაიდენის ადმინისტრაციის წევრების თქმით, სამხედრო ძალების გადასხმა უკრაინის მიმართ რუსეთის მხრიდან არსებულ საფრთხეს უკავშირდება.

“ნიუ იორკ თაიმსი” წყაროზე დაყრდნობით წერს,რომ ჯო ბაიდენს პენტაგონის ოფიციალურმა პირებმა შესთავაზეს ამერიკული სამხედრო ძალები პუტინის კარებთან უფრო ახლოს დააყენონ. შეთავაზება შეიცავდა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში გაეგზავნათ 1000–დან 5000–მდე სამხედრო, საჭიროების შემთხვევაში კი გაეზარდათ რაოდენობა. შეხვედრა იყო ანონიმური, ხოლო პრეზიდენტი ბაიდენისგან გადაწყვეტილების მიღებას ამ კვირაში ელოდებიან.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა – ევროკავშირის ელჩის განცხადება

25 ნოემბერს მსოფლიო ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ეს დღე მსოფლიოს კიდევ ერთხელ შეახსენებს, თუ რამდენად მწვავე...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img