22.11.2024

ნოდარ მელაძე გარდაცვლილ ოპერატორზე – “ტკივილი ჰქონდა ძლიერი, სახის ძვლები ჰქონდა ჩამტვრეული”

“ტვ პირველის” საინფორმაციო სამსახურის უფროსის, ნოდარ მელაძის თქმით, ოპერატორ ლექსო ლაშქარავას, რომელიც 5 ივლისს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, მოძალადე ჯგუფებისგან თავდასხმის მსხვერპლი გახდა, დღეს კი გარდაცვლილი იპოვეს, ძლიერი ტკივილი აწუხებდა, სახის ძვლები კი  ჩამტვრეული ჰქონდა.

“დღეს არის ძალიან მძიმე დღე ჩვენთვის. ლექსო იყო ჩვენი გუნდიდან ერთ-ერთი ყველაზე სასტიკად ნაცემი. კლინიკიდან გამოწერის შემდეგ, ბოლოს, პარასკევს ვნახე. ტკივილები ჰქონდა ძლიერი, იმიტომ რომ სახის ძვლები ჰქონდა ჩამტვრეული.

დედა როგორც ჰყვება, გუშინ საღამოს დაბრუნდა სახლში, ჩვეულებრივად დაიძინაო, არაფერი განსაკუთრებული არ ჰქონდაო. დღეს დილით შევიდა დედა, რომ ეთხოვა ძაღლის გასეირნება და ლექსო იყო უკვე გარდაცვლილი,” – განაცხადა ნოდარ მელაძემ. 

კონკრეტულად რა გახდა გარდაცვალების მიზეზი ამას სავარაუდოდ ექსპერტიზა დაადგენს. გავრცელებული ინფორმაციით, ლექსო ლაშქარავას ცხედარი დედამ დილით საკუთარ სახლში იპოვა.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img