უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში, დონეცკის ოლქის ქალაქ კრამატორსკში რკინიგზის სადგურზე განხორციელებული ავიაიერიშის შედეგად 39 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 4 ბავშვია. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელი არტიომ დეხტიარენკო ავრცელებს.
კრამატორსკის რკინიგზის სადგურზე 2 ავიაიერიში განხორციელდა.
„ეს არის მიზანმიმართული დარტყმა რკინიგზის სამგზავრო ინფრასტრუქტურასა და ქალაქ კრამატორსკის მცხოვრებლებზე“, – განაცხადა რკინიგზის გამგეობის თავმჯდომარემ ალექსანდრ კამიშინიმ.