რამდენიმე საათის წინ, რუსმა ოკუპანტებმა საქართველოს მოქალაქე გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქერედან გაიტაცეს. გატაცებული საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენელი ლევან მაჩაბელია.
საკითხთან დაკავშირებით უკვე გაავრცელა განცხადება ე.წ. უშიშროების კომიტეტმა ცხინვალში, სადაც წერია, რომ სამხედრო პირი ოკუპირებულ ტერიტორიაზე პროვოკაციის მოწყობას გეგმავდა და არარსებული საზღვარი სწორედ ამ მიზნით გადაკვეთა.