ოკუპანტებმა ხარკოვი „გრადის“ ტიპის სარაკეტო სისტემების გამოყენებით დაბომბეს, – ინფორმაციას უკრაინული მედია უკრაინის შინაგან საქმეთა მინიტრის მრჩეველზე, ანტონ გერაშჩენკოზე დაყრდნობით ავრცელებს.
მისი თქმით, დაიღუპა ათობით ადამიანი.
“ხარკოვი ახლახან მასიურად დაბომბეს. ათობით დაღუპული და ასობით დაჭრილია. ეს საშინელება მთელმა მსოფლიომ უნდა ნახოს”, – განაცხადა მან.