ლუცკსა და დნეპრში აფეთქებების ხმა ისმის. ლუცკის მერი ამბობს, რომ აფეთქებები აეროდრომის სიახლოვეს ხორციელდება.
როგორც ერთ-ერთი უკრაინული არხი წერს, ლუცკსა და დნეპრში ზოგიერთი ობიექტი ომის დაწყების დღეს, 24 თებერვალს დაიბომბა, მას შემდეგ კი აფეთქების ხმა აღარ ყოფილა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ დნეპრში სამი ავიადარტყმა განხორციელდა – საბავშვო ბაღისა და მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის სიახლოვეს, ფეხსაცმლის ქარხანას კი ჭურვი მოხვდა და ხანძარი გაჩნდა.
ლუცკის დაბომბვის შედეგად კი, 2 ადამიანი გარდაიცვალა, 6 კი დაიჭრა. ინფორმაციას ვოლინის რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაციის თავმჯდომარე, იური პოგულაიკო ავრცელებს.
“დღეს დილით, დაახლოებით, 05:45-ზე, გაისროლეს 4 რაკეტა, რომელსაც, ჩვენი შეფასებით, რუსეთის ფედერაციის არმიის ბომბდამშენიდან ლუცკის სამხედრო აეროდრომზე იყო მიმართულ. ამ დროისთვის გვაქვს ინფორმაცია, რომ დაღუპულია 2 სამხედრო, დაჭრილია 6”. – წერს ის.