რუსმა ოკუპანტებმა უკრაინის სამხრეთით მდებარე ქალაქ ოდესაზე სარაკეტო იერიში მიიტანა.
თავდასხმის დროს ქალაქის ინფრასტრუქტურა დაზიანდა.
„მორიგი სარაკეტო დარტყმა განხორციელდა. თავს ოდესის საქალაქო ინფრასტრუქტურას დაესხნენ, კერძოდ, დაზიანდა ერთ-ერთი რელიგიური შენობა. დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია ზუსტდება“, – ნათქვამია უკრაინული მხარის განცხადებაში.
ასევე, დღეს საღამოს უკრაინის ქალაქ მიკოლაივში ძლიერი აფეთქებების ხმა ისმოდა. ამის შესახებ „უნიანი“ იუწყება.
თვითმხილველების ინფორმაციით, ოდესაში ერთი ძლიერი აფეთქება, მიკოლაივში კი რამდენიმე მოხდა.
ორივე ქალაქში ჩაირთო საჰაერო განგაშის სიგნალი.