ქარელის მუნიციპალიტეტში, თამარაშენი-ღოღეთის მონაკვეთზე საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები ისევ გამოჩნდნენ.
რამდენიმე დღის წინ, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა დირბი-ტახტისძირის მონაკვეთზე დაამონტაჟეს საყრდენი ბოძები. ამჯერად, ტახტისძირის მსგავსად, ოკუპანტებმა საყრდენი ბოძები თამარაშენი-ღოღეთის მონაკვეთზე დადგეს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, უკვე ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.
რედ: ე.წ. „სასაზღვრო“ ნიშანი თამარაშენი-ღოღეთის მონაკვეთზე ფოტო: ანა შეპკინა