ლუგანსკის ოლქში, სევეროდონეცკში, რუსეთის საოკუპაციო ჯარებმა ბავშვთა საავადმყოფოს ცეცხლი გაუხსნეს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
კერძოდ, სევეროდონეცკი, რუბიჟნოე, ლისიჩანსკი, პოპასნაია, ნოვოდრუჟესკი, ტოშკოვკა კიდევ ერთხელ დაიბომბა რუსი დამპყრობლების მიერ.
„გასული დღის განმავლობაში, დაბომბვის შედეგად, ათეულობით შენობა-ნაგებობესა და საცხოვრებელ სახლებს ცეცხლი გაუჩნდა. სევეროდონეცკში რუსმა არაადამიანებმა ცეცხლი გაუხსნეს ბავშვთა საავადმყოფოს. შედეგად, სახურავზე ხანძარი გაუჩნდა. ჩვენმა მაშველებმა 7 მცირეწლოვანი პაციენტი, 15 ზრდასრული, რომელთაგან 8 ექიმია, უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს“, – აღნიშნულია უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.