რუსმა ოკუპანტებმა სლავიანსკი კასეტური ჭურვებით დაბომბეს, რის შედეგადაც ოთხი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ქალაქის სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ვადიმ ლიახი ავრცელებს.
“ოკუპანტებმა ცეცხლი გაუხსნეს ლიმანის მიკრორაიონს, ბარვენკოვსკაიას, პოდგორნაიას, დანილევსკის ქუჩებს, მშვიდობიან მოსახლეობას, სადაც სამხედრო ობიექტები არ არის. შედეგად, 4 ადამიანი დაიღუპა, 7 კი დაშავდა. ასეთი ჭურვები შენობების ტოტალურ ნგრევას არ იწვევს, მაგრამ მოსახლეობისთვის ძალიან საშიშია”. – თქვა ვადიმ ლიახმა.
მან ქალაქის მოსახლეობას მოუწოდა, მოერიდონ ქუჩებში გამოსვლასა და თავშეყრას.