სოხუმში, იმამ შამილის ქუჩაზე ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პირველი პრეზიდენტის ვლადისლავ არძინბას ძმის შვილი ქემალ არძინბა მოკლეს. ამის შესახებ ე.წ. გენერალური პროკურატურა იუწყება.
დე ფაქტო უწყებაში განაცხადეს, რომ ამ დროისთვის აუცილებელი ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობს დამნაშავე პირთა გამოსავლენად.
არსებული ინფორმაციით, 1974 წელს დაბადებული ქემალ არძინბა მიყენებული ჭრილობების შედეგად საავადმყოფოში გარდაიცვალა. მომხდარზე სხვა კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
საოკუპაციო რეჟიმის ე.წ შს მინისტრის ბრძანებით, მკვლელობაში დამნაშავის დაკავების მიზნით სოხუმიდან გასვლა შეიზღუდა. ქალაქის გასასვლელებში შექმნილია სპეციალური პოსტები
მკვლელობის მიზეზი ამ ეტაპისთვის უცნობია.