გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და იტალიის პრემიერმინისტრი მარიო დრაგი უკრაინაში სპეციალური მატარებლით ჩავიდნენ.
ფოტოს ტელეგრამ არხზე „უკრზალიზნიციას“ გამგეობის თავმჯდომარე ალექსანდრე კამიშინი ავრცელებს.
სამი ქვეყნის ლიდერი პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და უკრაინის სამთავრობო გუნდს შეხვდებიან, იმისთვის რომ უკრაინის მიმართ მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოხატონ და ევროკავშირში წევრობისთვის უკრაინის განაცხადი განიხილონ.