„მნიშვნელოვანია, არ აღმოვჩნდეთ პუტინის ხაფანგში“, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა კანადაში 3-დღიანი ვიზიტისას განაცხადა.
„მადლობა მინდა გადავუხადო კანადას, რომ გადმოგვცა ტურბინა, ამით პუტინს თამაშის საშუალება არ მიეცა. რუსეთმა მთელ ევროპაში გაზის მიწოდება შეამცირა, მათ ყოველთვის მოჰყავთ ტექნიკური მიზეზები, რომლებიც არასდროს არსებობდა. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ არ აღმოვჩნდეთ პუტინის ხაფანგში და ვიდგეთ ერთად“, – აცხადებს გერმანიის კანცლერი.