გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი აცხადებს, რომ რუსეთს სანქციებს არ მოუხსნის, სანამ პუტინი უკრაინასთან შეთანხმებას არ გააფორმებს.
“მას (ვლადიმირ პუტინს) მთელ უკრაინის ოპერაციაზე არ უფიქრია… არ ეგონა, რომ უკრაინა ასეთ წინააღმდეგობას გაუწევდა. არ ეგონა, რომ მათ ჩვენ ამდენი ხანი დავუჭერდით მხარს, რათა [უკრაინელებს] გაეძლოთ… ჩვენ არ მოვხსნით სანქციებს მანამ, სანამ ის უკრაინასთან შეთანხმებამდე არ მივა, ის ამას ნაბრძანები მშვიდობით ვერ მიაღწევს.” – განაცხადა შოლცმა.