უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების “სწრაფი პროცედურა” არ იქნება – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ვერსალის სამიტის დაწყებამდე განაცადა. მისი თქმით, ის ეწინააღმდეგება უკრაინის სწრაფ გაერთიანებას EU–ში.
,,ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენ გავაგრძელოთ იმის განხორციელება, რაც წარსულში ნამდვილად გადავწყვიტეთ. ეს არის კურსი, რომელსაც უნდა მივყვეთ”, – განაცხადა შოლცმა.
CNN-ის ინფორმაციით, გერმანიის ლიდერმა აღნიშნა, რომ ევროკავშირის 27 ქვეყნის პირობებში, უკვე რთულია ევროკავშირში ერთსულოვანი გადაწყვეტილებების მიღება ისეთ საკითხებზე, როგორიცაა, საგარეო, ეკონომიკური და ფინანსური პოლიტიკა.
შეგახსენებთ, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ უკრაინამ ევროკავშირის გაწევრიანებაზე ოფიციალური განაცხადი წარადგინა. წევრობის შესახებ განაცხადი წარდაგინეს საქართველომ და მოლდოვამაც.