ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შესახებ სოციალურ ქსელ „ტვიტერში” წერს.
მისი თქმით შეხვედრაზე განიხილეს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები და გამოსავლის პოვნის აუცილებლობა, ასევე ბრძოლა COVID-19-ის წინააღმდეგ და პანდემიის შემდგომ ეკონომიკის აღდგენა.
„ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საბჭოს სხდომამდე. განვიხილეთ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენები და გამოსავლის პოვნის აუცილებლობა, ასევე ბრძოლა COVID-19-ის წინააღმდეგ და პანდემიის შემდგომ ეკონომიკის აღდგენა“, – წერს ოლივერ ვარჰეი.