26.11.2024

ომბუდსმენის წარმომადგენელი – სააკაშვილისთვის დასმულია ახალი დიაგნოზი, რომელსაც ახლა არ გავახმაურებთ

სახალხო დამცველის წარმომადგენელი საბა ბრაჭველი გორის სამხედრო ჰოსპიტალში საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშილს შეხვდა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშილისთვის 27 დეკემბერს არის დასმული ახალი დიაგნოზი, რომელსაც ამ ეტაპისთვის არ გაახმაურებენ. მან ასევე თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილი თავს კარგად არ გრძნობს.

„შევხვდი როგორც ნევროლოგს, ისე ადმინისტრაციის წარმომადგენლებს და თავად პაციენტსაც. როგორც გავიგეთ, 27 დეკემბერს არის დასმული ახალი დიაგნოზი, რომელსაც ამ ეტაპისთვის არ გავახმაურებთ. როგორც თავად ამბობს პაციენტი, მას ჰქონდა სამი ჰიპერტენზიული კრიზი. ამჟამად ის თავს კვლავ არ გრძნობს კარგად და ითხოვს დამატებით სპეციალისტებთან შეხვედრას, მათ შორის – ნევროლოგთან, თუმცა, მკურნალი ნევროლოგი ამბობს, რომ ამ დროისთვის დინამიკა არის დადებითი.

დღეს, სამწუხაროდ, არ მოგვეცა სამედიცინო დოკუმენტაციის გაცნობის შესაძლებლობა იმ მიზეზით, რომ 6 საათის შემდგომ შეუძლებელი იყო ფორმა #100-ის ნახვა. ამ მომენტისთვის, მიხეილ სააკაშვილის ახალი მკურნალი ექიმი არ არის დანიშნული. როგორც განგვიმარტეს, ამ დროისთვის, სხვადასხვა პროფილის ექიმები ერთობლივად იღებენ გადაწყვეტილებას მკურნალობის სტრატეგიის დაგეგმვასთან დაკავშირებით, “- განაცხადა ომბუდსმენის წარმომადგენელმა.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

საქართველო – ახალი პარლამენტი, ლეგიტიმაციის კრიზისი და დემოკრატიის ჩიხი

საქართველო-დემოკრატიის ჩიხი დღეს, 25 ნოემბერს საქართველოს XI მოწვევის პარლამენტის პირველი პლენარული სხდომა იმართება, თუმცა ეს მოვლენა არაერთი საკვანძო საკითხით, კრიტიკითა...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img