ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი შიშობს, რომ რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ შეიძლება მნიშვნელოვნად გაგრძელდეს. ამიტომ, ის მხარს უჭერს რუსეთზე სანქციების შემდგომ ზეწოლას.
„უნდა გავუძლოთ. ომი ხანგრძლივი იქნება, რუსეთის ფედერაციის ქმედებების აგრესიულობა მხოლოდ გაიზრდება. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ უკრაინისთვის საბრძოლო საშუალებების მიწოდება, ასევე, რუსეთზე ეკონომიკური ზეწოლა“, – განაცხადა ბორელმა.
მისი თქმით, „რუსული ეკონომიკა უკვე იწყებს გაჩერებას“ და რუსეთზე შემდგომი სანქციების ზეწოლა საშუალებას მისცემს უკრაინას, უკეთესი პოზიცია დაიმკვიდროს სამშვიდობო მოლაპარაკებებში.