22.11.2024

ოპოზიციამ ერევანში ქუჩების გადაკეტვა დაიწყო

სომხეთის ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა და მხარდამჭერებმა დღეს, 2 მაისს, დილიდან დაიწყეს ერევნის ცენტრალური ქუჩების გადაკეტვა. ოპოზიცია პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს სომხეთის ინტერესების საწინააღმდეგო ქმედებებში ადანაშაულებს და მის გადადგომას მოითხოვს.

საპროტესტო აქციები აპრილიდან მიმდინარეობს. 1 მაისს, ოპოზიციის ლიდერებმა და მხარდამჭერებმა ერევანში, საფრანგეთის მოედანზე კარვები გაშალეს და განაცხადეს, რომ 2 მაისიდან დაუმორჩილებლობის აქციებს იწყებენ.

ოპოზიცია პრემიერ-მინისტრ ფაშინიანს ადანაშაულებს აზერბაიჯანთან პოზიციების დათმობასა და განზრახვაში, ბაქოსთან ხელი მოაწეროს შეთანხმებას, რომლითაც მთიან ყარაბაღზე აზერბაიჯანის სუვერენიტეტს აღიარებს. საპროტესტო გამოსვლები მას შემდეგ დაიწყო, რაც დაახლოებით ორი კვირის წინ, პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა სომხეთისგან ელოდება მთიანი ყარაბაღის სტატუსის შესახებ მოთხოვნების თამასის დაწევას.

ოპოზიციისთვის მიუღებელია აზერბაიჯანის შემადგენლობაში ყარაბაღის ნებისმიერი პოლიტიკური სტატუსი. ფაშინიანის ოპონენტები აცხადებენ რომ სომხეთში დაწყებული საპროტესტო მოძრაობა უახლოეს ხანში გამოიწვევს მთავრობის დამხობას.

წყარო:radiotavisufleba.ge

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img