22.11.2024

ოპოზიციონერ ბლოგერს, სვეტლანა ტიხანოვსკაიას ქმარს ბელარუსის სასამართლომ 18-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

ბელარუსის სასამართლომ ოპოზიციონერ ბლოგერსა და ოპოზიციონერი ლიდერის, სვეტლანა ტიხანოვსკაიას ქმარს, სერგეი ტიხანოვსკის 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ადვოკატები განაჩენის გასაჩივრებას გეგმავენ.

ტიხანოვსკის სასამართლო დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა. მასთან ერთად კიდევ ხუთი ადამიანი გაასამართლეს. ტიხანოვსკის იუთუბარხის ოპერატორს, არტემ საკოვსა და პროექტის სოცქსელების მოდერატორს დმიტრი პოპოვს 16-16 წელი მიუსაჯეს, იუთუბარხ MozgON-ის ავტორს, ვლადიმირ ციგანოვიჩსა და ერთ-ერთი ტელეგრამარხის ავტორს, იგორ ლოსიკს – 15-15 წელი, ხოლო ოპოზიციონერ პოლიტიკოსს ნიკოლაი სტატკევიჩს – 14 წელი.

ბელარუსის საგამოძიებო უწყებების მტკიცებით, ბრალდებულები დიდი ხნის განმავლობაში მასობრივ არეულობას გეგმავდნენ. სასამართლო პროცესი ამ წლის ივნისში დაიწყო და დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა, ადვოკატებს კი გაუთქმელობის პირობა ჰქონდათ დადებული.

ტიხანოვსკის სისხლის სამართლის ოთხი მუხლით წაუყენეს ბრალი: მასობრივი არეულობის ორგანიზება; ისეთი ქმედებების ორგანიზება და მომზადება, რომლებიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს; საარჩევნო უფლებების განხორციელებაში ხელის შეშლას და სიძულვილის გაღვივებას.

განაჩენის გამოცხადების დღეს, სერგეი ტიხანოვსკის ცოლმა, სვეტლანა ტიხანოვსკაიამ, რომელსაც დასავლეთის ქვეყნები ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად მიიჩნევენ, ვიდეომიმართვა გაავრცელა.

“ერთი წელი, 20, 100 – ეს უკანონოა, ეს ის არაა, რასაც უნდა შეეგუო. ამიტომაც ე.წ. განაჩენის შეფასებისას მხოლოდ ერთ კითხვას დავუსვამ საკუთარ თავს: რას გავაკეთებ ამ ახალი ამბით? გავაგრძელებ იმ ადამიანის დაცვას, რომელიც მიყვარს და რომელიც მილიონობით ბელარუსის ლიდერი გახდა. შევეცდები გავაკეთო რაღაც ძალიან რთული და შეიძლება შეუძლებელიც, რათა მივუახლოვდე იმ მომენტს როცა ერთმანეთს ახალ ბელარუსში შევხვდებით. გავაგრძელებ მისთვის ღია ბარათების და შვილების ნახატების გაგზავნას, რათა როცა შევხვდებით, მათგან სამახსოვრო ალბომი გავაკეთოთ” – თქვა სვეტლანა ტიხანოვსკაიამ.

შეგახსენებთ, სერგეი ტიხანოვსკი, 2020 წლის მარტში ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნების წინ დააკავეს. ტიხანოვსკის დაკავების შემდეგ მისმა მეუღლემ, სვეტლანა ტიხანოვსკაიამ გადაწყვიტა არჩევნებში საკუთარი კანდიდატურა წარედგინა. ოფიციალური შედგების მიხედვით, არჩევნებში ალექსანდრე ლუკაშენკომ გაიმარჯვა, თუმცა ოპოზიცია, საერთაშორისო ორგანიზაციები და დასავლური ქვეყნების ლიდერები მას ბრალს არჩევნების მასობრივ გაყალბებაში სდებენ. ევროპის ქვეყნების უმეტესობა ლუკაშენკოს ბელარუსის პრეზიდენტად არ აღიარებს.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img