“ქართული ოცნება” საზოგადოებრივ მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად ვასილ მაღლაფერიძეს წარადგენს. ამის შესახებ უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ პარლამენტში, ბიუროს სხდომაზე განაცხადა. პარლამენტმა ბორდში სამი ახალი წევრი უნდა აირჩიოს. ბიუროზე განისაზღვრა, რომ ამ საკითხზე კენჭისყრა მიმდინარე კვირაში გაიმართება.
ვასილ მაღლაფერიძე საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი იყო. მან ტელევიზია 2020 წლის 18 აგვისტოს დატოვა და მიზეზად წინასაარჩევნო პერიოდში არხის მიუკერძოებლობასთან დაკაშირებული კითხვების თავიდან არიდება დაასახელა.
ამასთან, მან გამორიცხა პოლიტიკური გეგმები და თქვა, რომ მუშაობას ტელესკოლაში, საგანმანათლებლო პროექტებზე გააგრძელებდა.თუმცა, 2021 წლის იანვარში ვასილ მაღლაფერიძე “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს წევრი გახდა.
ვასილ მაღლაფერიძე საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორი 2017 წელს გახდა. მანამდე ის ბიძინა ივანიშვილის კუთვნილ ტელევიზია GDS-ზე მუშაობდა.