პარტია “ქართულ ოცნებას” საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გურამ მაჭარაშვილიც ტოვებს და დიმიტრი ხუნდაძეს, სოზარ სუბარს და მიხეილ ყაველაშვილის ჯგუფს უერთდება.
მისი თქმით, პარლამენტში საქმიანობას დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით გააგრძელეს.
„მსოფლიოში რთული პოლიტიკური პროცესები მიმდინარეობს, საქართველო ვერ იქნება გამონაკლისი, ქვეყანაში არსებობს გამოწვევები, განსაკუთრებით მას შემდგომ რაც ბიძინა ივანიშვილის წერილი გამოქვეყნდა და საზოგადოებაშიც ჰქონდა ადეკვატური რეაგირება, დავრწმუნდი იმაში, რომ სწორია ის პოლიტიკა, რასაც ჰქვია საზოგადოებისთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება.
ჩემი დღევანდელი პოზიცია, რასაც ჰქვია ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრობა, შეიძლება იყოს დამაბრკოლებელი ფაქტორი, რომ საჭირო ინფორმაცია მიეწოდოს საზოგადოებას. გუნდის წევრებს რომ უხერხულობა არ შეექმნას პოლიტიკური კონინუქტურის გამო, მივიჩნიე საჭიროდ, რომ დავტოვო ფრაქცია და კოლეგებთან ერთად საჭირო ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებას”, – განაცხადა მაჭარაშვილმა.
ის მოუწოდებს საქართველოში აშშ-ის ელჩ კელი დეგნანს, ივანიშვილთან შეხვედრაზე მეტი განმარტება გააკეთოს და თქვას, ხომ არ შესთავაზა ივანიშვილს, რომ პოლიტიკაში დაბრუნებულიყო.
შეგახსენებთ, რამდედნიმე კვირის წინ, “ქართლ ოცნებას” ფორმულურად გამოეყო სამი დეპუტატი – დიმიტრი ხუნდაძე, სოზარ სუბარი და მიხეილ ყაველაშვილი.