23 წლის მამაკაცი თითქმის ორი საათია ოზურგეთში, პეტრიწის ქუჩაზე მდებარე მრავალსართულიანი კორპუსის სახურავზე იმყოფება და გადმოხტომით იმუქრება.
მასთან ახლოს იმყოფებიან ოჯახის წევრები და სასულიერო პირები, რომლებიც ცდილობენ მის გადარწმუნებას. ასევე მამაკაცის გადარჩენას და უსაფრთხოდ გამოყვანას ცდილობს სამაშველო სამსახურიც. თუმცა, ოზურგეთის ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი, კვლავ უარს აცხადებს მოლაპარაკებაზე და უცნობია, თუ რას ითხოვს ის და რატომ მიმართა მან ასეთ რადიკალურ ზომებს.
ადგილზე რჩებიან პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადა და ორი სახანძრო მანქანა.