23.11.2024

ოზურგეთში ფქვილის გადამამუშავებელი საწარმოს თანამშრომლები მე-7 დღეა გაფიცულები არიან

ოზურგეთში ფქვილის გადამამუშავებელი საწარმო “გულისტანის” თანამშრომლები უკვე მე-7 დღეა გაფიცულები არიან. ისინი ხელმძღვანელებისგან სამუშაო პირობების გაუმჯობესებას და ხელფასის გაზრდას მოთხოვენ. “გურიანიუსის” ინფორმაციით, ისინი ხელფასების 200 ლარით ზრდას ითხოვენ. საწარმოში ამბობენ, რომ დასაქმებულთა ხელფასი 650 ლარია, მუშები კი აცხადებენ, რომ ხელზე 650 ლარს ვერ იღებენ.

“ამ სამსახურის იმედად ავიღეთ ყველამ სესხები. ყველაფერი გაძვირებულია. იმას რომ ახალისებს 180 000 ლარიანი მანქანით. მე არ მინდა წახალისება, მე ჩემს ნამუშევარს ვითხოვ… სწორედ ამიტომ ვითხოვთ 200 ლარს, რომ 650 ავიღოთ”, — ამბობს ერთ-ერთი გაფიცული მაუწყებელთან.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img