დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის თქმით, პრობლემაა როცა მოქალაქეების ნაწილი ჯერ კიდევ არ იცრება. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ხელისუფლება ანტივაქსერულ განცხადებებს აქტიურ კამპანიას უპირისპირებს.
“პრობლემა იგივეა, რაც იყო. არის ადამიანების საკმაოდ დიდი ჯგუფი, რომელიც არათუ თვითონ არ იცრება, არამედ სხვებსაც გონებას ურევს. სამწუხაროდ, მათ მედიაში თავიანთი ანტივაქსერული პროპაგანდის განხორციელების საშუალება ეძლევათ, რაც პრობლემაა. ამას ვუპირისპირებთ იმას, რომ სოფელ-სოფელ დავდივართ, ხელისუფლებაც სოფელ-სოფელ დადის”,-განაცხადა იმნაძემ.