26.11.2024

პაატა იმნაძე-ასტრაზენეკას“ არავითარი პრობლემა არ აქვს, მაღალი ხარისხის ვაქცინაა

არავითარი მნიშვნელობა არ აქვს „ფაიზერი“ იქნება, თუ „ასტრაზენეკა“. ორივე ერთნაირი, მაღალი ხარისხის ვაქცინაა, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, „ასტრაზენეკასთან“ დაკავშირებით საზოგადოების ნაწილის სკეპტიკური დამოკიდებულება უსაფუძვლოა და „ასტრაზენეკას“ არავითარი პრობლემა არ აქვს. როგორც იმნაძემ აღნიშნა, მოქალაქეები, განსაკუთრებით კი მედიკოსები მეცნიერულ მტკიცებულებებს უნდა ეყრდნობოდნენ და არა ჭორებს. „როცა „ფაიზერის“ შემოტანაზე იყო საუბარი, მაშინ მის შემოტანაზე ატყდა ამბავი და იძახდნენ „ვაიმე „ფაიზერიო“, ახლა არის „ასტრაზენეკაზე“. არავითარი პრობლემა არ არის. ის, ვინც ვაქცინის წინააღმდეგია, ყველა ვაქცინის წინააღმდეგია და გთხოვთ ეს ყველამ კარგად დაიმახსოვრეთ. ეს ვაქცინებია კოვიდის დასაცავად და სხვა დაავადებებისგან არ იცავს. შესაბამისად, როცა მილიონობით ადამიანი აიცრება, სამწუხაროდ, ადამიანებიდან ვიღაცას რაღაცა მოუვა და ამის დაკავშირება ვაქცინასთან შეუძლებელია.

„ასტრაზენეკაზე“ უკვე გამოქვეყნდა მეცნიერულად დამტკიცებული მონაცემები, რომ რაც მოხდა – სისხლის შედედების პრობლემები, არ განირჩევა ერთმანეთისგან რაც არის აუცრელებში და რაც მოხდა აცრილებში. სამწუხაროდ, არამარტო საქართველოში სხვაგანაც არიან ადამიანები, ვინც ამას ააგორებს, მაგრამ ექიმი იმიტომ არის ექიმი, რომ უნდა ეცნობოდეს მეცნიერულ მტკიცებულებებს და არა ჭორებს. მთავარი არ იყო ვაქცინაციის დაწყება, მთავარი იქნება ვაქცინაციის დასრულება. ამიტომ მინდა, ჩემი ყველა კოლეგა იყოს ამ საქმის ავანგარდში იმ კოლეგების ხსოვნის საპატივსაცემოდ, ვინც შეეწირა კოვიდთან ბრძოლას“,- განაცხადა იმნაძემ ჟურნალისტებთან.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

საქართველო – ახალი პარლამენტი, ლეგიტიმაციის კრიზისი და დემოკრატიის ჩიხი

საქართველო-დემოკრატიის ჩიხი დღეს, 25 ნოემბერს საქართველოს XI მოწვევის პარლამენტის პირველი პლენარული სხდომა იმართება, თუმცა ეს მოვლენა არაერთი საკვანძო საკითხით, კრიტიკითა...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img