დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, ბავშვებს „ომიკრონზე“ მეტი ზიანი შესაძლოა იზოლაციამ მოუტანოს.
„ჩვენმა ბავშვებმა ამ ორი წლის განმავლობაში იმდენი გადაიტანეს… სკოლაში სიარული მხოლოდ სწავლა ხომ არაა, ეს არის ბავშვების სოციალიზაცია. არ ვარ ფსიქოლოგი და არ მიყვარს სხვის კომპეტენციაში გადასვლა, მაგრამ ერთი ვიცი, რომ ბავშვებს „ომიკრონზე“ მეტი ზიანი შესაძლოა, იზოლაციამ მიაყენოს.
ყველა სკოლაში არის არჩევანი. მშობელი თუ გადაწყვეტს, შეუძლია ბავშვი ჰყავდეს ონლაინ, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, შესაძლებელია სკოლაში სიარული. წერტილოვანი შეზღუდვები ყველგან კეთდება. თუ დასტურდება შემთხვევა, კლასი გადადის ონლაინ, ზოგჯერ მთელი სკოლა გადადის. ფსიქოლოგებს თუ მოიწვევთ, უფრო კარგად გეტყვიან, რა ჯობია მათთვის და რომელი უფრო მაღალი რისკის შემცველია ბავშვის განვითარებისთვის “, – განაცხადა პაატა იმნაძემ “ტვ პირველთან”.