დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის თქმით, კორონავირუსის ახალი შტამი “ომიკრონი”, საქართველოშიც ადრე თუ გვიან, შემოვა.
იმნაძის თქმით, ეს დაახლოებით ერთ თვეში მოხდება.
“რა თქმა უნდა, შემოაღწევს ჩვენთან, საქართველო მთვარეზე არ არის, დედამიწაზეა. ჩვენ გამალებული ურთიერთობა და აფრიკასთან დღეში რამდენიმე რეისი არ გვაქვს, განსხვავებით ევროპისგან. ვნახოთ, დაახლოებით ერთი თვე უნდა გვქონდეს მარაგში, რომ წინასწარ ვიცოდეთ ზუსტად რასთან გვექნება საქმე.
სწრაფი გავრცელება ვირუსის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მახასიათებელია. სწრაფი გავრცელება ნიშნავს, რომ უამრავი ადამიანი ერთდროულად ხდება ავად, რაც ნებისმიერ ქვეყანაში იწვევს სამედიცინო დახმარების სისტემების გადატვირთვას“. – თქვა პაატა იმნაძემ “პალიტრანიუსის” ეთერში.
კორონავირუსის ახალი შტამი, “ომიკრონი”, ჯერჯერობით მსოფლიოს 15 ქვეყანაშია გავრცელებული.