დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის თქმით, კორონავირუსის ახალი შტამი „ომიკრონი“ ორჯერადად ვაქცინირებულ და რიგ შემთხვევაში „ბუსტერ“ დოზით აცრილ ადამიანებსაც უდასტურდებათ.
„ყველაფერი ვცადეთ – სოფელ-სოფელ სიარული, ადამიანებთან შეხვედრები, ლატარიის გათამაშება, რომელიც დიდი მოგებების შანსს იძლეოდა. აღმოჩნდა, რომ როდესაც 60 წელს ზემოთ ადამიანებზე ფინანსური წახალისება გამოცხადდა, დამატებით 120 ათასი ადამიანი აიცრა. 60 წელს ზემოთ მოსახლეობის მხოლოდ ნახევარზე ცოტა მეტი გვყავს აცრილი და წარმოიდგინეთ, რამდენი ადამიანია დარჩენილი, ვისთვისაც კორონა შესაძლოა სასიკვდილო საფრთხე გახდეს. იქნებ ამ ადამიანებს თავიანთ სიცოცხლეზე წახალისების გზით მაინც ვაფიქრებინოთ.
მონაცემების მიხედვით, სადაც ზუსტად ვიცით, რომ „ომიკრონია“ დადასტურებული, ნახევარი იყო ორჯერადად აცრილი და 15% იყო ისეთი, ვისაც გადატანილი ჰქონდა კორონავირუსი. ასე რომ, „ომიკრონი“ არ აქცევს ყურადღებას არც გადატანას, არც აცრის სტატუსს, მხოლოდ რამდენიმე იყო ისეთი, ვისაც „ბუსტერი“ ჰქონდა გაკეთებული. ძირითადად არიან ახალგაზრდები. ახალგაზრდებმა, რომლებიც აცრილები იყვნენ და „ომიკრონი“ დაემართათ, მსუბუქად გადაიტანეს, მეშინია იმის, როდესაც „ომიკრონი“ ჩემი ასაკის და უფროსი თაობის აუცრელ ადამიანებს შეხვდება“,- განაცხადა პაატა იმნაძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“.