პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი უკრაინის დაზვერვის სამსახურის ინფორმაციას, კონტრაბანდული იარაღის გატარებაზე ტყუილს უწოდებს და ამბობს, რომ “ამ ტიპის დეზინფორმაცია პარტნიორი ქვეყნისგან სრულიად მიუღებელია”.
“მარტივად რომ ვთქვათ, ეს ტყუილია! ამ ტიპის დეზინფორმაცია პარტნიორი ქვეყნისგან, განსაკუთრებით ამ ვითარებაში, სრულიად მიუღებელია”, – წერს პაპუაშვილი სოციალურ ქსელ Twitter-ზე.
ცნობისათვის, უკრაინის თავადაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ინფორმაციით, რუსეთი სანქციების ქვეშ მოქცეული სამხედრო დანიშნულებისა და სხვა სახის პროდუქტის კონტრაბანდის არხებს ქმნის, რომელიც მათ შორის საქართველოს ტერიტორიაზე ქვეყნის ხელისუფლების თანხმობის საფუძველზე გაივლის. ამის შესახებ უკრაინული მედია უკრაინის თავადაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარ სამმართველოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე აცხადებს.