25.11.2024

პარლამენტმა 19-20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ოპოზიციის ამნისტიის პროექტი ჩააგდო

პარლამენტმა 19-20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ოპოზიციის ამნისტიის პროექტი ჩააგდო. კენჭისყრაზე პირველი მოსმენით გაჩერებულ ოპოზიციის ალტერნატიულ პროექტს კენჭი დღეს უყარეს. პროექტს მხოლოდ 17-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 61-მა დეპუტატმა კი, ხმა წინააღმდეგ მისცა.

საკანონმდებლო ორგანოში ამნისტიის კანონპროექტის 2 ვარიანტია დარეგისტრირებული: “ქართული ოცნების” პროექტი და ოპოზიციის. ხელისუფლების მიერ დარეგისტრირებულ კანონპროექტი ორი მოსმენით უკვე განხილულია და შესაბამისად, მუშაობა ამ პროექტზე გაგრძელდება.

ოპოზიციის მიერ დარეგისტრირებული კანონპროექტის თანახმად კი, ამნისტია არ ვრცელდება იმ პირებზე, რომელსაც აღნიშნული ქმედება ჩადენილი აქვს სახელმწიფო პოლიტიკურ თანამდებობაზე ყოფნის დროს.

კანონპროექტში ასევე ნათქვამია, რომ სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებაზე ბრალდებული პირების ამნისტირებისთვის, საჭიროა დაზარალებულის თანხმობა.

ქართული ოცნების მიერ დარეგისტრირებულ კანონპროექტში აღნიშნულია, რომ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან თავისუფლდება ყველა პირი, რომელმაც 2019 წლის 19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული და უარს არ აცხადებს მის მიმართ ამნისტიის გავრცელებაზე.

ამნისტია ვრცელდება აგრეთვე 19- 21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებულ დანაშაულის მომზადებაზე.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის დოკუმენტი, რომელსაც ხელისუფლებამ და ოპოზიციის ნაწილმა ხელი 19 აპრილს მოაწერა, რამდენიმე პუნქტს მოიცავს. ერთ-ერთი კი სწორედ 20 ივნისის საქმეების ამნისტიას ეხება.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა – ევროკავშირის ელჩის განცხადება

25 ნოემბერს მსოფლიო ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ეს დღე მსოფლიოს კიდევ ერთხელ შეახსენებს, თუ რამდენად მწვავე...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img