26.11.2024

პარლამენტმა “ლელოს” სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ალტერნატიული საკანონმდებლო პაკეტი არ დაარეგისტრირა

პარლამენტის ბიურომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან დაკავშირებით ფრაქცია “ლელო-პარტნიორობა საქართველოსთვის“  ალტერნატიული პროექტის სახით რეგისტრაციაზე უარი თქვა და განხილვის დაწყებას არ აპირებს.

“ქართული ოცნების“ ძირითადი არგუმენტი არის ის, რომ “ლელო-პარტნიორობა საქართველოსთვის“ საკანონმდებლო ინიციატივა თავისი შინაარსით მმართველი გუნდის პროექტის ალტერნატიული პროექტი არ არის და ის მხოლოდ ცალკე ინიციატივის სახით შეიძლება იყოს რეგისტრირებული და განხილული. მათივე შეფასებით, ოპოზიცია ალტერნატიულ პროექტს პროცედურული ბრძოლისთვის იყენებს.

“პროცედურის მიხედვით ბიუროს სხდომა გუშინ უნდა ჩატარებულიყო. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გარკვეული პოლიტიკური დემარში მოხდა. დასამალი არც არის და ამას თავისი საფუძველი გააჩნდა. ამიტომ საკითხი, როგორც ალტერნატიული წინადადება და ინიციატივა, პროცედურის მიხედვით, დარეგისტრირებული ვერ იქნება. როდესაც აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პოლიტიკური დემარში მოხდა, საფუძველი იყო ის, რომ ალტერნატიული პროექტის წარმოდგენა ჭეშმარიტების დადგენას არ ემსახურება და ხელს შეუშლიდა პროცესს“, – განაცხადა ბიუროს სხდომის წამყვანმა, პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

საქართველო – ახალი პარლამენტი, ლეგიტიმაციის კრიზისი და დემოკრატიის ჩიხი

საქართველო-დემოკრატიის ჩიხი დღეს, 25 ნოემბერს საქართველოს XI მოწვევის პარლამენტის პირველი პლენარული სხდომა იმართება, თუმცა ეს მოვლენა არაერთი საკვანძო საკითხით, კრიტიკითა...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img