23.11.2024

პარლამენტში ხელისუფლებისა და ოპოზიციის დეპუტატები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

პარლამენტში საგარეო კომიტეტის სხდომაზე ხელისუფლებისა და ოპოზიციის დეპუტატები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. 

კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძესა და ფრაქცია „ლელოს“ წევრ სალომე სამადაშვილს შორის უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის გარშემო კამათი რამდენიმე წუთის განმავლობაში გრძელდებოდა. 

„ჩვენ დღეს ვმსჯელობთ ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე, თქვენ კი ვერ მიგყავთ კომიტეტის სხდომა, ვერ ასრულებთ საკუთარ ფუნქციას, კლოუნადის საყურებლად არ მოვსულვართ. აუხსენით საზოგადოებას თქვენი რეზოლუციის შინაარსი“, – მიმართა სამადაშვილმა სამხარაძეს. 

„ჩვენ ოპოზიციის ინიცირებულ რეზოლუციას იმიტომ კი არ ვეთანხმებით, რომ ოპოზიციის ინიცირებულია, არამედ იმიტომ, რომ  შინაარსობრივად ისინი ყოველთვის საჭიროებენ დახვეწას. ნუ უზრდელობთ, კიდევ ერთი საცირკო წარმოდგენა წარმატებით დაასრულეთ“, – უპასუხა სამხარაძემ სამადაშვილს.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img