24.11.2024

პარლამენტში პრემიერის გამოსვლა ხმაურით დაიწყო და ხმაურით დასრულდა – ღარიბაშვილის რეპლიკები ოპოზიციონერ დეპუტატებს

პარლამენტის პლენარული სხდომა, რომელზეც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ერთი საათის განმავლობაში უსმენდნენ, ხმაურით დაიწყო და ხმაურით დასრულდა.

ხმაური ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლის დასაწყისს მოჰყვა, რომლის დროსაც პრემიერმა აღნიშნა, რომ ევროკომისიამ ისტორიული გადაწყვეტილება მიიღო და გაჩნდა ნანატრი ჩანაწერი. მის ამ ფრაზას ოპოზიციის მხრიდან პროტესტი მოჰყვა. ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ხატია დეკანოიძემ ღარიბაშვილს რამდენჯერმე მიმართა, რომ არის „მოღალატე“ და უწოდა „მონა“.

ჯამში, პრემიერ-მინისტრს ოპოზიციის წარმომადგენელმა რამდენიმე წუთის განმავლობაში არ მისცეს სიტყვის გაგრძელების საშუალება და პრემიერის გამოსვლა ბოლომდე ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. აღნიშნულის გამო ოპოზიციის წარმომადგენლებს პარლამენტის თავმჯდომარემ რამდენიმე გააფრთხილება მისცა და დარბაზის დატოვებითაც ემუქრებოდა.

პრემიერის რეპლიკები ოპოზიციონერი დეპუტატების მიმართ:

“წამალი არ გაქვთ? წამალი მიუტანეთ, დაამშვიდეთ… ტყუილებს, არა, ყველაფერს სიმართლეს გეტყვით თქვენც და ყველას. ექიმს ხომ არ დავუძახოთ?”  – ხატია დეკანოიძეს და ანა წითლიძეს.

„წამალი ხომ არ სჭირდება ქალბატონ თაკოს? მიეცით, დაამშვიდეთ, გიჟია“, – თაკო ჩრკვიანს.

“იცნობდეთ ქვეყნის მოაღალატეს” – სალომე სამადაშვილს.

შე საცოდაო. თქვენ წარმოადგენთ მოღალატეების პარტიას. ხაბეიშვილო შენ და შენი პარტია, ხართ მოღალატეები” – ლევან ხაბეიშვილს.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა – ევროკავშირის ელჩის განცხადება

25 ნოემბერს მსოფლიო ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ეს დღე მსოფლიოს კიდევ ერთხელ შეახსენებს, თუ რამდენად მწვავე...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img