პარლამენტში მისულ შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებმა სიტყვით გამოსვლა პირველივე წუთზე შეაწყვეტინეს. ოპოზიციონერი დეპუტატები ტრიბუნასთან “TV პირველის” გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას ფოტოებით ჩავიდნენ და მინისტრს სიტყვის გაგრძელების საშუალება არ მისცეს.
ამის შემდეგ შს მინისტრის გარშემო საპარლამენტო უმრავლესობის წევრები მივიდნენ.
მმართველი გუნდი მომხდარის გამო ოპოზიციას დაუპირისპირდა. უმრავლეობის წარმომადგენელმა ლევან მგალობლიშვილმა ნაციონალური მოძრაობის წევრ თინა ბუკუჩავს პლაკატი წაართვა, სადაც ეწერა, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა პრემიერმინისტრის თანამდებობა უნდა დატოვოს.
ვახტანგ გომელაურმა მხოლოდ მისალმება და ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების გამო წუხილის გამოთქმა მოასწრო.
დარბაზში ამ დრომდე ხმაურია. პარლამენტის თავმჯდომარემ ტექნიკური შესვენება გამოაცხადა.