პარლამენტის უკანა შესასვლელთან პარტია ლელოს ორი წევრი, გრიგოლ გეგელია და თამაზ დათუნაშვილი დააკავეს.
პარტიის წევრები სამართალდამცავებს კითხვით მიმართავდნენ, რატომ არ უშვებდნენ შენობაში, როცა მათ სახელზე საშვები იყო დაშვებული. პოლიცია მათ ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდებდა, თუმცა მას შემდეგ, რაც ლელო-ს წარმომადგენლებმა ტერიტორია არ დატოვეს, ისინი დააკავეს.