ამ წუთებში პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მედიის წარმომადგენლები იკრიბებიან. ისინი კიდევ ერთხელ აპროტესტებენ 5-6 ივლისს განვითარებულ მოვლენებს და მედიის მიმართ განხორციელებულ ძალადობას.
ჟურნალისტების ნაწილი პარლამენტის წინ რჩება, ნაწილი კი, პარლამენტში შესვლას აპირებს.
ნანუკა ჟორჟოლიანის განცხადებით, საშვი დაშვებულია მათზე იმისთვის, რომ შევიდნენ პარლამენტში და რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომას დაესწრონ.