”რასაც ახლა მოგიყვებით, ამ ამბავში ზოგიერთი რამ ვარაუდის დონეზე რჩება, ზოგიც დადასტურებული ინფორმაციაა. დავიწყებ სულ თავიდან, ჩემი ორგზის დიდი ბაბუის ლორან ოგუსტის ცხოვრებიდან. ლორან-ოგუსტი საფრანგეთში,1832 წელს შამპან არდენის რეგიონში, პატარა ქალაქ ვიტრი ფრანსუაში დაიბადა. (შამპან არდენის რეგიონში, ვიტრი ფრანსუას მახლობლად 12 წელი ვიცხოვრე – ავტ.) ახალგაზრდა ლორანი 1857 წელს ერთ ადგილობრივ გოგონაზე, ლუის ესტერზე დაქორწინდა. როგორც ვიცით, იმ პერიოდში იგი ჯარისკაცი გახლდათ, მაგრამ, როგორც ჩანს, ოჯახის რჩენის მიზნით მევენახეობას მოჰკიდა ხელი და შვილების გაჩენის შემდეგ უკვე ამით ირჩენდა თავს.” – ამბობს პატრიკ ჟანიო.
საფრანგეთი, ემიგრაციული ურთიერთობებით, საქართველოსთან ისტორიულად დაკავშირებული ქვეყანაა და ჩვენც არაერთხელ გვსმენია ამბები ლევილში დასახლებული პირველი თაობის დიდი ქართველი ემიგრანტების შესახებ – ამბები იმაზე, თუ როგორ მიდიოდნენ რუსეთის რეჟიმისგან დევნილი ჩვენი წინაპრები საფრანგეთში. როგორც თავადაც ემიგრანტს, ბუნებრივად მეტად მიმაქვს გულთან ეს ამბები და მინდა, ერთი ლეგენდა გიამბოთ ემიგრაციაში საფრანგეთიდან საქართველოში ჩასული ფრანგული ოჯახისა, ამბავი, რომელშიც მეზობელი რუსეთი, სამწუხაროდ, კვლავ მტარვალად გვევლინება…
ბატონი პატრიკ ჟანიოს დიდი ოჯახის ისტორიის გასაცნობად იხილეთ ბმული: http://bit.ly/2MuJMRg