21.11.2024

პენტაგონი – რუსული ჯარების უმეტესობა მარიუპოლიდან გავიდა

პენტაგონის სპიკერის ჯონ კირბის განცხადებით, რუსული ძალების უმეტესობა მარიუპოლიდან გავიდა და ქალაქის ჩრდილოეთით გადავიდა.

„ჩვენი ცოდნა რუსული ძალების განლაგების შესახებ თქვენ იცით, არ არის სრულყოფილი… ზოგადად, ჩვენ შეფასებით, რუსული ძალების უმეტესობა, სახმელეთო ჯარები, რომლებიც გაგზავნეს მარიუპოლში, გაიყვანეს და გადავიდნენ მარიუპოლის ჩრდილოეთით. მცირე რაოდენობა, დაახლოებით ორი ბატალიონის ჯგუფის რაოდენობა, ჯერ კიდევ მარიუპოლში და მის შემოგარენშია“, – განაცხადა კირბიმ.

აღნიშნულია, რომ რუსები ძირითადად საჰაერო იერიშებს მარიუპოლსა და მის შემოგარენში ახორციელებენ, კერძოდ „აზოვსტალზე“, სადაც უკრაინელი დამცველები და მშვიდობიანი მოქალაქეები არიან განლაგებული.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img