კრემლის სპიკერის, დმიტრი პესკოვის მტკიცებით, მოსკოვში ფაშიზმზე გამარჯვების დღის აღსანიშნავი აღლუმის საჰაერო ნაწილი ამინდის გამო გაუქმდა.
აღლუმის დროს წითელი მოედნის თავზე 77 თვითმფრინავს უნდა ეფრინა, წინა დღეებში რუსული საჰაერო ძალები რეპეტიციას გადიოდნენ, მათ შორის, ცაზე Z სიმბოლოს გამოსახავდნენ.
უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, ომის დაწყების შემდეგ 199 რუსული თვითმფრინავი, 156 ვერტმფრენი და 360 უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს.