საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს ინფორმაციას, რომ 25 ივნისიდან Pfizer-ის, AstraZeneca-ის, Moderna-ის, J&J -ის ვაქცინებით აცრილ პირებს უკვე შეეძლებათ გერმანიაში ტურისტული მიზნით შესვლაც. ჯერ-ჯერობით გერმანიაში შესვლა არ შეეძლებათ ჩინური ვაქცინებით აცრილ პირებს.
ამასთან ერთად, ვაქცინაციის ბოლო დოზის შემდეგ გასული უნდა იყოს 14 დღე. აცრილებს არ დასჭირდებათ არც იზოლაციის გავლა და არც სწრაფი ტესტის წარდგენა. გამონაკლისი ეხება ე.წ. ე.წ მუტაციური ვირუსის გავრცელების ქვეყნებიდან შემოსულ პირებს
“COVID-19 ვაქცინით ქვეყანაში შესვლის პირობები
საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც ჩატარებული აქვს კოვიდვაქცინის სრული კურსი (დაშვებული ვაქცინებია Pfizer-BioTech, AstraZeneca, Moderna, Janssen (J&J)) და აქამდე, მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში შეეძლოთ გერმანიაში შესვლა გარკვეული პირობებით, მიმდინარე წლის 25 ივნისიდან, სხვა მიზნებითაც, მათ შორის ტურისტული მიზნითაც შეუძლია გერმანიაში გამგზავრება. ვაქცინაციის ბოლო დოზის შემდეგ გასული უნდა იყოს 14 დღე. კოვიდვაქცინირებულს ნებისმიერი მიზნით შეუძლია გერმანიაში შესვლა, გარდა ე.წ. მუტაციური ვირუსის გავრცელების ქვეყნებიდან შემოსული პირებისა. PCR/სწრაფი ტესტის წარდგენა სავალდებულო არ არის, აეროპორტში PCR/სწრაფი ტესტის ჩატარება არ ხორციელდება. იზოლაცია/კარანტინი სავალდებულო არ არის.
გასათვალისწინებელია, პირები, რომელებიც გერმანიაში მგზავრობამდე ბოლო 10 დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ რობერტ კოხის ინსტიტუტის მიერ განსაზღვრულ რისკის შემცველ, დაინფიცირების მაღალი მაჩვენებლის მქონე ან იმ ქვეყნებში, სადაც დაფიქსირებულია ვირუსის ახალი შტამი, ვალდებულნი არიან ვებ-გვერდის https://www.einreiseanmeldung.de/ მეშვეობით მოახდინონ მგზავრობის რეგისტრაცია, სადაც ისინი მიუთითებენ მგზავრობის დეტალებს, საკონტაქტო ტელეფონს, რეისის ნომერს, გერმანიაში გაჩერების მისამართს და ა. შ. ინფიცირების მაღალი მაჩვენებლის, ვირუსის ახალი შტამისა და სხვა რისკის შემცველი ქვეყნების სია გამოქვეყნებულია რობერტ კოხის სახელობის ინსტიტუტის ვებ-გვერდზე: https://www.rki.de/DE/Content/InfAZ/N/Neuartiges_ Coronavirus/Risikogebiete_neu.html. ასევე იხილეთ, აღიარებულ ვაქცინათა ჩამონათვალი https://www.pei.de/impfstoffe“. – ვკითხულობთ საგარეოს განცხადებაში.