“ფაიზერსა“ და „ასტრაზენეკაზე“ „ბუსტერის“ პერიოდი 3 თვემდე შემცირდა. აღნიშნულის შესახებ გადაწყვეტილება იმუნიზაციის საბჭოზე მიიღეს.
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნიას განცხადებით, თუკი აქამდე „ბუსტერ“ დოზა შესაძლებელი იყო „ფაიზერის“ და „ასტრაზენეკას“ ვაქცინაციის მეორე დოზიდან 5 თვეში, ხოლო „სინოფარმის“ და „სინოვაკის“ ვაქცინის მეორე დოზის ჩატარებიდან 3 თვეში, ახლა საბჭოს რეკომენდაციაა ნებისმიერი ვაქცინისთვის „ბუსტერ“ დოზის ჩატარება შესაძლებელი გახდეს უკვე მესამე თვიდან.
„2022 წელს ვაქცინაციის გეგმის სამიზნეები გადახედვას საჭიროების. ის დოზები, რომლის მობილიზებაც ქვეყანამ უზრუნველყო, რათა ჩვენ მივაღწიოთ „ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის“ მიერ დასმულ სამიზნეს და დავიცვათ ეპიდვითარება ქვეყანაში, ასევე „ბუსტერ“ დოზების დამცველობით ეფექტზე ბოლო პერიოდში დიდი აქცენტი კეთდება, რადგან „ომიკრონის“ შტამის გავრცელებასთან ერთად, აშკარად იკვეთება „ბუსტერ“ დოზების გაკეთების აუცილებლობა.
„ბუსტერ“ დოზებთან დაკავშირებული გადაწყვეტილება ხვალ აისახება მინისტრის ბრძანებაში და ორშაბათიდან შესაძლებელი იქნება, რომ მოსახლეობამ მესამე თვიდან მიიღოს ვაქცინა“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.