რუსეთის არმიის ვერტმფრენმა ფინეთის საჰაერო სივრცე დაარღვია, – ამის შესახებ ფინეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა.
„საფრენი აპარატის ტიპი არის Mi-17 ვერტმფრენი, სავარაუდო დარღვევის სიღრმე კი დაახლოებით ოთხიდან ხუთ კილომეტრამდეა“,- განუცხადა სააგენტო „ფრანს-პრესს“ სამინისტროს პრესსპიკერმა.
მათივე თქმით, შემთხვევა ოთხშაბათს, ადგილობრივი დროით 10:40 საათზე მოხდა.
რუსეთმა ფინეთის საჰაერო სივრცე წელს მეორედ დაარღვია. რუსული არმიის კუთვნილი სამოქალაქო სატრანსპორტო თვითმფრინავი 8 აპრილს ფინეთის საჰაერო სივრცეში მცირე ხნით შევიდა.
შეგახსენებთ, ფინეთი და შვედეთი ნატო-ში შესაძლო გაწევრიანების საკითხს განიხილავენ.