ფინეთი უკრაინას ევროკავშირში გაწევრიანებისთვის საჭირო რეფორმების გატარებაში დაეხმარება. მხარეებმა ამის შესახებ გადაწყვეტილება ორივე ქვეყნის პრემიერმინისტრების, სანა მარინისა და დენის შმიგალის პირისპირ შეხვედრის დროს მიიღეს. ინფორმაციას უკრაინის მთავრობა ავრცელებს.
სანა მარინის თქმით, უკრაინა ევროპული ოჯახის წევრი უკვე არის. ასევე, მისივე განცხადებით, ფინეთი ევროკავშირთან ერთად, უკრაინას ევროკავშირში გაწევრიანების ყველა ეტაპზე დაუჭერს მხარს.
შეხვედრაზე მხარეები იმაზეც შეთანხმდნენ, რომ ფინეთი უკრაინას ომში განადგურებული ქალაქებისა და ინფრასტრუქტურის აღდგენაშიც დაეხმარება. ამისთვის ფინეთი უახლესი ტექნოლოგიებსაც გამოიყენებს.
“ველოდებით, რომ კონკრეტულ პროექტებს უახლოეს მომავალში განვახორციელებთ იმისთვის, რომ სამუშაოების დაწყება რაც შეიძლება მალე გახდეს შესაძლებელი”. – თქვა უკრაინის პრემიერმინისტრმა.