ფინეთისა და დანიის მატჩი, რომელიც კრისტიან ერიკსენის ჯანმრთელობის გაუარესების გამო 42-ე წუთზე შეწყდა განახლდა და ამ წუთებში მიმდინარეობს. შეხვედრა თბილისის დროით 22:30 საათზე დაიწყო.
უეფა-მ შეხვედრის გადადების გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა მოთამაშეების თხოვნით მატჩი განახლდა.
23:00 საათზე დაგეგმილია ამავე ჯგუფის მატჩი ბელგია-რუსეთი.