22.11.2024

ფინეთმა და შვედეთმა NATO-ში გაწევრიანების პროტოკოლს ხელი მოაწერეს

შვედეთისა და ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ნატო-ში გაწევრიანების შესახებ პროტოკოლს ხელი მოაწერეს.

“ეს ნამდვილად ისტორიული მომენტია. მაგიდის გარშემო 32 ერი ვიქნებით, კიდევ უფრო ძლიერები.” – განაცხადა NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა, შვდეთისა და ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთად. 

ცნობისთვის, 29 ივნისს, მადრიდში გამართულ სამიტზე, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის 30 წევრი ქვეყნის ლიდერებმა ოფიციალურად მიიწვიეს ფინეთი და შვედეთი ალიანსში გასაწევრიანებლად.

ამ ორი სკანდინავიური ქვეყნის ნატო-ში გასაწევრიანებლად მიწვევის შემდეგი ეტაპია ნატო-ს წევრი ქვეყნების პარლამენტების მიერ სკანდინავიის ორი ქვეყნის გაწევრიანების პროტოკოლის რატიფიცირება.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img