თბილისის მერიის ინფორმაციით, იანვრის თვის ბოლოს მოსახლეობა დასუფთავების მოსაკრებლის ორ ქვითარს მიიღებს, რაც როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირებს შეეხებათ და ასახავს დეკემბერ–იანვარში მიღებული მომსახურეობის საფასურს. დასუფთავების ორი ქვითრის მიღების მიზეზი თბილსერვის ჯგუფის განცხადებით, სემეკის გადაწყვეტილება გახდა, რომლის თანახმად 2021 წლის დეკემბრიდან კომპანია თელასის აბონენტებისთვის დარიცხვა ყოველი თვის ბოლო ოთხი კალენდარული დღის განმავლობაში მოხდება.
თბილისის მერიის ინფორმაციით, ფიზიკური პირები დეკემბერ–იანვარში დასუფთავების უცვლელი ტარიფით ისარგებლებენ, რაც – 2,5 ლარია. ხოლო იურიდიული პირებისთვის დასუფთავების მოსაკრებელი იცვლება, იურიდიული პირები დეკემბრის მოსაკრებელს კვლავ ძველი ტარიფით გადაიხდიან, ხოლო იანვრის ქვითარში ახალი ტარიფი აისახება.
აღსანიშნავია, რომ იანვრის მომსახურების საფასურის გადაუხდელობის გამო, ფიზიკურ და იურიდიულ პირებს არ შეეზღუდებათ ელექტროენერგიის მიწოდება და მომხმარებლებს საშუალება ექნებათ, დეკემბერ-იანვრის დავალიანება ეტაპობრივად, თებერვლის ბოლომდე დაფარონ.