- შემთხვევა რუსთავში, ღამით, კომენდანტის საათის დროს მოხდა.
“ლიბრეში” შეჭრილი ორი მამაკაცი მოლარე-კონსულტანტს ფიზიკურად გაუსწორდა. აღსანიშნავია, რომ მაღაზიიდან თანხა არ წაუღიათ, რაც პირადი ანგარიშსწორების ვერსიაზე მიუთითებს.
მესხიშვილის ქუჩაზე, “ლიბრეს” ფილიალში შეჭრის ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.