ამერიკელი ექსპერტის შონ მაკფეიტის თქმით, პირველად საინფორმაციო ომში იმარჯვებს დეზინფორმაციის წინააღმდეგ მებრძოლები. მისი თქმით, უკრაინის ომმა აჩვენა არა მხოლოდ პუტინის არმიის, არამედ კრემლის პროპაგანდის სისუსტე და არაკომპეტენტურობა.
„შესაძლოა რუსეთი იგებს სროლაში, მაგრამ უკრაინა იგებს საინფორმაციო ომს. ეს არის მოკავშირეების მხარდაჭერისა და სიმპათიის მიღების გასაღები“, – წერს ექსპერტი The Washington Post-ში.
ზელენსკიმ აუდიტორიას აჩვენა ვიდეო, რომელიც ნათლად ასახავს „რუსული სამყაროს“ შედეგებს: დანგრეული ქალაქები, დაჭრილი ბავშვები და მასობრივი საფლავები.
ამან უკრაინის ხელისუფლებას საშუალება მისცა მიეღო კონგრესის მხარდაჭერა და გაეზარდა ზეწოლა ბაიდენის ადმინისტრაციაზე.
„პირველად, საინფორმაციო ომში იმარჯვებენ დეზინფორმაციის წინააღმდეგ მებრძოლები და არა მისი გამავრცელებლები“, – ნათქვამია სტატიაში.