უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი აცხადებს, რომ ყოველგვარი პირობის გარეშე, მზად არიან ,,მოლაპარაკებების სპეციალური რაუნდი” მარიუპოლში გაიმართოს. ამის შესახებ პოდოლიაკმა სოციალურ ქსელ “ტვიტერზე” დაწერა.
,,დიახ, ყოველგვარი პირობის გარეშე, ჩვენ მზად ვართ, ,,მოლაპარაკებების სპეციალური რაუნდი” სწორედ მარიუპოლში ჩავატაროთ, ერთი ერთზე, ორი ორზე, რათა ჩვენი ბიჭები, აზოვი, სამხედროები, მშვიდობიანი მოსახლეობა, ბავშვები, ცოცხლები და დაჭრილები გადავარჩინოთ, ყველა, იმიტომ რომ ჩვენები არიან. იმიტომ რომ ისინი ჩემს გულში არიან, სამუდამოდ”, – წერს პოდოლიაკი.